"ერისიონმა" რეგიონალური ტურნე დაიწყო

"ერისიონმა" რეგიონალური ტურნე დაიწყო

 საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა "ერისიონმა" რეგიონალური ტურნე დაიწყო. ანსამბლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კონცერტებს გამართავს. პირველი კონცერტი 16 ივნისს თელავში, თელავის დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტები გაიმართება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

კონცერტებზე მაყურებელი სრულად ნახავს "ერისიონის" ორსაათიან შოუ-პროგრამას.

საგასტროლო ტურნე 15 ივლისს ზუგდიდში დასრულდება.