%E2%80%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E2%80%9C %E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98 %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D %E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1 %E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

„ერისიონი“ ჩინეთში საგასტროლო ტურნეს იწყებს

„ერისიონი“ ჩინეთში საგასტროლო ტურნეს იწყებს

27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით  საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო      აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“    ჩინეთის  სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს  ძალისხმევითა და მხარდაჭერით, ჩინეთში  საგასტროლო ტურნეს იწყებს.

ანსამბლი „ერისიონი“ ჩინეთში კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭეროთ მიემგზავრება.

ანსამბლი ჩინეთის სხვადასხვა დიდ ქალაქებში სოლო კონცერტებს გამართავს.  ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქ პეკინში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში.

ამასთან, 13 სექტემბერს „ერისიონი“ მიწვეულია  ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში, (CCTV) სადაც მონაწილეობას მიიღებს შოუ პროგრამაში „შემოდგომის დღესასწაული“. სატელევიზიო შოუში „ერისიონის“ გამოსვლას 600 მლ მაყურებელი იხილავს.

ანსამბლ „ერისიონის“ ფინანსური მხარდამჭერია ქართული ღვინის კომპანია „შილდა“.

ქ.პეკინში ანსამბლ "ერისიონის" ფინანსური მხარდამჭერია "Georgian Selections"


logos2