მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და ანსამბლ ,,ერისიონს“ შორის

მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და ანსამბლ ,,ერისიონს“ შორის

მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და ანსამბლ ,,ერისიონს“ შორის

 მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და ანსამბლ ,,ერისიონს“ შორის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ერისიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდ ჭკუასელმა მოაწერეს.

პროექტის მიზანს ,,ერისიონის“ მხრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერა და კომპეტენციის ფარგლებში ქართული ჯარის პოპულარიზაციის საქმეში წვლილის შეტანა წარმოადგენს, რაც მუსიკალურ შემოქმედებით საქმიანობას გულისხმობს. ,,ერისიონი“ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს (6-8 წლის ასაკის 50-მდე ბავშვს), რომ მათ ,,ერისიონთან" არსებული ასოციაცია "მომავლის" სიმღერისა და ცეკვის სტუდიებში ქართული სიმღერა, ცეკვა და ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა 50%-იანი ფასდაკლებით შეისწავლონ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.