05
აგვ2016
„ერისიონი“-ს აღიარება კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე.

„ერისიონი“-ს აღიარება კარიბის ზღვის კუნძ...

ანსამბლ "ერისიონმა“Festival de fort de france-2016-ის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყოველ წელს კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე იმართება. ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემი...

04
აგვ2016
სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი „ბლექ სი არენას“ სტუმრებისათვის

სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი „ბლექ სი არ...

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი „ბლექ სი არენას“ სტუმრებისათვის კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს. პროექტი, რომელმაც მთელი ევროპის ყურადღება მიიქც...

08
ივნ2016
ცნობილი ჰიტები და საათნახევრიანი შოუ -. ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი ბათუმში.

ცნობილი ჰიტები და საათნახევრიანი შოუ -....

ცნობილი ჰიტები და საათნახევრიანი შოუ -. ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი ბათუმში. ანბანის კოშკთან მოწყობილ სივრცეში 30 ათასზე მეტი მსმენელი შეიკრიბა. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე, ცნობი...

07
ივნ2016
ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ Maroon 5-ის კონცერტი მიმდინარეობს

ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ Maroon 5-ი...

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება - ამ წუთებში ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ მსოფლიოში ცნობილი პოპჯგუფის Maroon 5-ის კონცერტ...

26
მაი2016
"ერისიონმა" საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონცერტში

"ერისიონმა" საქართველოს დამოუკ...

"ერისიონმა" საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეოაბა. ანსამბლი ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს ! 26 მაისი - ეს ჩვენი დღეა.{gallery}26may{/gallery}

18
მაი2016
ანსამბლი-ერისიონი-ჯემალ-ჭკუასელს-იუბილეს-ულოცავს

ანსამბლი-ერისიონი-ჯემალ-ჭკუასელს-იუბილეს...

ანსამბლი "ერისიონი" ჯემალ ჭკუასელს იუბილეს ულოცავს. დღეს ანსამბლის მთავარი დირიჟორი და ლოტბარი 81 წლის გახდა. ანსამბლის სახელით ვუსურვებთ მას წარმატებებს და გამარჯვებებს პროფესიულ...

06
მაი2016
მსოფლიო დონის მოდის კრიტიკოსები და მოდელები "ერისიონის" რეპეტიციაზე

მსოფლიო დონის მოდის კრიტიკოსები და მოდელ...

ანსამბლ "ერისიონის" რეპეტიციას მერსედეს ფეშენ ვიკის ფარგლებში მსოფლიო დონის მოდის კრიტიკოსები, მოდელები, ცნობილი ფოტოგრაფები და ბლოგერები დაესწრნენ.

ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ Maroon 5-ის კონცერტი მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება - ამ წუთებში ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ მსოფლიოში ცნობილი პოპჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი მიმდინარეობს. ჯგუფმა პირველი სიმღერა Animals შეასრულა. ჯგუფი ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ჰიტებს - Sunday Morning, Moves Like Jagger, Sugar და კიდევ ბევრ სხვას შეასრულებს. ცუდი ამინდის მიუხედავად, კონცერტს უამრავი ადამიანი ესწრება. Maroon 5-ის კონცერტი ფესტივალის Heat Batumi ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა“ და New York Brass Band-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. Heat Batumi საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს. ლოს-ანჯელესში შექმნილი ჯგუფი Maroon 5 თავისი ჰიტებით, სოლისტის გამორჩეული ვოკალითა და დამახასიათებელი ხმის ტემბრით დღეისთვის მუსიკალურ ჩარტებში წამყვან პოზიციებს იკავებს. მრავალი პრიზის მფლობელმა ჯგუფმა 2005 წელს, ნომინაციაში Best New Artist პირველი გრემის ჯილდო მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 17 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევინი ჩარტების 53-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი არტისტია, რომელიც ერთდროულად მოწინავე პოზიციებს იკავებდა, როგორც სოლო-შემსრულებელი, ასევე მუსიკალური ჯგუფის წევრი. Maroon 5-ის უახლესი ალბომი “V“ ჰიტით “Maps” ასევე, მსოფლიო ჩარტების ლიდერია, ხოლო ალბომში შესულ, გრემის ჯილდოზე ნომინირებულ სინგლს Sugar დღეისთვის მილიარდამდე ნახვა აქვს. http://www.info9.ge/

Media