შერმანდი  ჭკუასელი

შერმანდი ჭკუასელი

სამხატვრო ხელმძვანელი
ღირსების ორდენის კავალერი

შერმანდი ჭკუასელმა მოღვაწეობა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში დაიწყო. 1980 წელს კი მსახიობ-მომღერლად ჩაირიცხა.

1984 წელს იგი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ლოტბარი იყო. ამავე წლებში  ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. შემდგომ მან სწავლა სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვოკალის განხრით განაგრძო.

1994 წლიდან დღემდე არის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი ლოტბარი.

„ერისიონის“ მსოფლიო აღიარება ანსამბლის ხელმძღვანელებთნ ერთად, შერმანდი ჭკუასელის დამსახურებაცაა. ჯემალ ჭკუასელის ვაჟი, შერმანდი ჭკუასელი, ისევე როგორც მისი დიდი წინაპრები, პირნათლად ემსახურება ქართული ფოლკლორის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საქმეს. მისი დამსახურებით, უძველესი ქართული ხალხური სიმღერები მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე  ისმის და მათ არნახული ემოცია და შეფასებები მოსდევს. ანსამბლ „ერისიონის“ ლოტბარი შერმანდი ჭკუასელი  უკვე წლებია უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელია. „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი ჯემალ ჭკუასელთან ერთად, ერთ დიდ მთავარ მიზანს ემსახურება - შეინარჩუნოს ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიცია და მისი უნიკალურობა.

შერმანდი ჭკუასელი ანსამბლ „ერისიონთან“ ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმყოფებოდა. მისი ყველაზე დიდი ჯილდო კი მსმენელისა და მაყურებლის ის აპლოდისმენტებია, რომელთაც მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერა იმსახურებს. ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალთა გუნდი შრმანდი ჭკუასელის ხელმძღვანელობით ქართული ხალხური ფოლკლორის შემგორვებელი, აღმდგენი და მისი უბადლო შემსრულებელია.

2015 წლიდან კი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი გახლავთ.