საკონცერტო პროგრამა

საკონცერტო პროგრამა

1.ცეკვა ქართული

 ცეკვა ქართული(დავლური) ჩვენს დრომდე მოღწეული, სადარბაზო, სატრფიალო, რომანტიკული შინაარსის ცეკვაა. რომელიც სრულდებოდა სამეფო კარზე. ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს.  





კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება.


2.იმერული პოპური

ეს არის იმერული, სადღესასწაულო და შრომის სიმღერების პოპური. 


3.გურული ფერხული

ძველი ქართული საზეიმო ხალხური ცეკვა, სამსართულიანი ფერხული რომელიც სრულდება გურიაში ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით.



4.ხალხურ საკრავთა ორკესტრი ასრულებს ხალხურ საცეკვაო მელოდიებს


5.ცეკვა ხორუმი

საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს, გურიის/აჭარის რეგიონიდან იღებს, რომელიც მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.






6.ნარნარი

ქართველი ქალის კდემამოსილების ამსახველი ნარნარი ცეკვა, რომელიც გვიჩვენებს ქართველი ქალების ემოციებსა და გრძნობებს.


7.სვანური ფერხული

 

ეს არის საზეიმო სარიტუალო ხასიათის საფერხულო ცეკვა, რომელიც სრულდება სიმღერის თანხლებით და აჩვენებს სვანეთის რეგიონში მცხოვრები ხალხის ძლიერ ხასიათს. სვანები დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კუთხის წარმომადგენლები არიან.

8.გეფშვათ ღვინი

 მეგრული სუფრული საზეიმო სიმღერა

9.მარულა - ჰარირა

 



მეგრული საზეიმო სარიტუალო ცეკვაა, რომელიც სრულდება სიმღერის თანხლებით.

                                                                                               


                                                                                                              გამყოფილება II

1.აფხაზური

ცეკვა ომში დაღუპული გმირების უკვდასაყოფად სრულდება დაჭრილის სიმღერისა და მოცეკვავეთა ანტურაჟით, შემდეგ ცეკვვა თანდათან გადადის საზეიმო განწყობაზე. ხალხი ზეიმობს გამარჯვებას მტერზე და მართავს სახალხო დღესასწაულს.



 



2. ოდოია

 მეგრული პოლიფონიური ფორმის, შრომის სიმღერაა. სრულდებოდა ყანის მარგვლისა და თოხნის დროს.


3. განდაგანა

განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ-ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ „ჩაკვრის“ ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი,

 მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი — ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.


4.ორხიადუ , ლაჟღვაში

 

სვანური სუფრული და სარიტუალო სიმღერების პოპური.

5.მთიები

 
„მთიებში“ წარმოდგენილია ზეიმი მთაში. ახალგაზრდა ვაჟები თავბრუდამხვევი ცეცხლოვანი ილეთებით და გოგონები სინარნარით აწონებენ ერთმანეთს თავს. პაექრობაში ჩართულია მომღერალთა გუნდი, რითაც ერთიანობაში დაუვიწყარ სანახაობას ქმნიან.



6 . შემოქმედურა - შრომის სიმღერაა

მისი სახელწოდება დაკავშირებულია გურიის სოფელ შემოქმედთან. შემოქმედურა ოთხ ხმიანი სიმღერაა, რაც უნიკაალურ მოვლენას წარმოადგენს მსოფლიოს უძველეს მუსიკალურ შედევრებს შორის.




7.ცეკვა სიმდი 

ოსეთის  რეგიონიდან იღებს სათავეს.  ეს  ცეკვა   წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესია, სოლისტი მამაკაცის პარტია.



8.ჩაკრულო 

ქართლ-კახური კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური,საგმირო ჰეროიკული ხასიათის სუფრული სიმღერა.

1977 წელს NASA-ას მიერ გაშვებულ ავტომატურ საპლანეტათშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, რომელიც განკუთვნილია დედამიწის გარე ცივილიზაციის წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავს წარმოდგენა მისცეს მათ დედამიწისა და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორმაციასთან ერთად შეტანილია ჩაკრულოც, რომელსაც ასრულებენ ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი მომღერლები ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი.





9.ფარიკაობა

 

ლამაზი ქალის სიყვარულს ერთმანეს ეცილება ორი ვაჟკაცი. მათი პაექრობა თავიანთ მეგობრებთან ერთად გადაიზრდება ხმლის კვეთებით ორთაბრძოლაში, რომელიც ღებულობს ომის ხასიათს. ბრძოლის შეჩერება შეუძლია მხოლოდ ქალის მანდილის, რომელსაც იგი აკეთებს თავის მეგობრებთან ერთად, აქ ხაზგასმულია ქალის მანდილის პატივისცემა და ზოგადად ქალის მიმართ კდემამოსილება.











ფინალი