ანსამბლ ,,ერისიონს“ არსებობის 130 წლის ისტორია
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიუირი ანსამბლი ,,ერისიონი“ ოფიციალურ მიმართვას ავრცელებს.
ანსამბლ ,,ერისიონს“ არსებობის 130 წლის ისტორია აქვს და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დღესაც წარადგენს ქართულ კულტურას. სამწუხაროდ , ბოლო რამდენიმე წელია მაყურებელი, რომელიც ,,ერისიონის“ გულშემატკივარია ან ახლა აპირებს შეიყვაროს ჩვენი ანსამბლი, პროქტმა ,,ქართული ლეგენდა“ შეცდომაში შეიყვანა. 2001 წლიდან 2007 წლის ჩათვლით ანსამბლი ,,ერისიონი“ ნამდვილად წარმოადგენდა პროექტს ,,ქართული ლეგენდა“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ამ პერიოდში გამოყენებული მუსიკალური თუ სარეკლამო ხასიათის ვიდეო კლიპი (საქვეყნოდ ცნობილი ,,შატილის ასულო“) ნამდვილად შესრულებულია ,,ერისიონის“ მიერ. ამერიკელ პროდიუსერთან ჯიმ ლოოსთან, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ვადა დასრულდა 2007 წელს. ‼️გვინდა განვუმარტოთ ჩენს ერთგულ მაყურებელს, რომ ამჟამად, ანსამბლ ,,ერისიონს“ პროექტთან ,,ქართული ლეგენდა“ არანაირი კავშირი არ აქვს და შესაბამისად, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას თუ ვინ მართავს კონცერტებს აღნიშნული სახელწოდებით.
‼️დღემდე ანსამბლი ,,ერისიონი“ წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ამჟამად, მაყურებელს წარუდგენს პროექტს ,,ქართული საგანძური“.
ანსამბლ ,,ერისიონთან” დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი www. erisioni. ge და სოციალური ქსელი facebook - ერისიონი erisioni;