ოთარ  ბლუაშვილი

ოთარ ბლუაშვილი

გენერალური მენეჯერი
ღირსების ორდენის კავალერი

ოთარ ბლუაშვილს დამთავრებული აქვს მუსიკალური სასწავლებლები ვიოლინოსა და ვოკალის განხრით, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სოლო სიმღერის მიმართულებით. 1971 წელს კი მან თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

უნივერსიტეტში სწავლისას მღეროდა სტუდენტთა გუნდში, რომელსაც ცნობილი ხელოვანი თემურ ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ის ქართული სიმღერის კარგ შემსრულებლად.

ფიზიკის ფაკულტეტზე სათავეში ედგა სტუდენტთა ანსამბლს, რომელიც ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ტელეგრაფული აპარატის ქარხანაში მუშაობდა, სადაც ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ჩამოაყალიბა. იმავდროულად, ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს ანსამბლ „სინათლეში“ მოღვაწეობდა. 

1976 წლიდან ერისიონის სოლისტი-მომღერალია, ძირითადათ ქართლ-კახური სიმღერების შემსრულებელი.

1998 წლიდან იგი დირექტორ-განმკარგულებლის ფუნქციას ასრულებდა და აქტიურად მონაწილეობდა ბოლო წლების შოუ-პროგრამების ორგანიზაციულ საკითხებში.

2006 წლიდან არის ანსამბლ „ერისიონის“ გენერალური მენეჯერი.