%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1 %E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1 %E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1 %E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98 %E1%83%A5.%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98 %E2%80%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E2%80%9D %E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 %E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98 %E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%97 %E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ქ.პეკინში “ერისიონის” კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა

საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ქ.პეკინში “ერისიონის” კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა

 6 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, პეკინის ცეკვის აკადემიის დარბაზში, სრული ანშლაგით (800 მაყურებელი) გაიმართა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "ერისიონი"-ს სოლო კონცერტი.
კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელჩმა, არჩილ კალანდიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, ჩინეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების გამართვის აუცილებლობა და კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , ასევე, ქართული კომპანიების "Georgia Selections" და "შილდა"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.