ცენტრი პეგასი
მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის აუტიზმის სარეაბილიტაციო ცენტრ "პეგასი"-ს მშენებლობის პრეზენტაციას ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" დაესწრო. აღნიშნულ ღინისძიებაზე "ერისიონს" მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის მეგობრობის სიგელი გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ანსამბლის მთავარი დირიჟორი ჯემალ ჭკუასელი, სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი და ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი.