“ერისიონის” საგასტროლო ტურნე ჩინეთში დასრულდა
“ერისიონის” წარმატებული ტურნე ჩინეთის რესპუბლიკაში დასრულდა. 20 დღის განმავლობაში ანსამბლმა 5 ქალაქში 6 კონცერტი გამართა.
ანსამბლი „ერისიონი“ ჩინეთში კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭეროთ იმყოფებოდა. ასევე, ანსამბლის ფინანსური მხარდამჭერი იყო ქართული ღვინის კომპანია „შილდა“, რომელიც ქართული კულტურისა და ხელოვნების სამსახურში უანგაროდ დგას.