%E2%80%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E2%80%9C %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1 %E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98 %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D %E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1 %E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

„ერისიონი“ საქართველოს რეგიონებში საგასტროლო ტურნეს იწყებს

„ერისიონი“ საქართველოს რეგიონებში საგასტროლო ტურნეს იწყებს



14, 16 და 20 ოქტომბერი - „ერისიონი“ რეგიონებში! ანსამბლი განახლებული პროგრამით მონატრებული მაყურებლის წინაშე წარსდგება.
 
კონცერტები გაიმართება:
 
14 ოქტომბერი - ოზურგეთი, ოზურგეთის ა. წუწუნავას  სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; დასწ; 19:00სთ
 
 
16 ოქტომბერი -მესტია, ღია სცენა -სეტის მოედანი, დასწ: 18:00სთ
 
20 ოქტომბერი  - ახალციხე, , რაბათი  ღია სცენა; დასწ; 18:00სთ
 
 
 
ანსამბლი „ერისიონი“ კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კონცერტებს გამართავს.
 
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა,  „ერისიონი“ მზადაა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ესტუმროს და იქ მყოფ მაყურებელს, მათ შორის ტურისტებს შესაძლებლობა მისცეს თავისი განსაკუთრებული და გამორჩეული   შოუ-პროგრამა წარუდგინოს.
 
პანდემიის მიუხედავად, ანსამბლი რეგულაციების სრული დაცვით განაგრძობდა და დღესაც განაგრძობს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას.  
 
სწორედ ამ შემოქმედებით პროცესში, ანსამბლის პროგრამაში ბევრი სიახლე შევიდა, რომელსაც სულ ცოტა ხანში ჩვენი ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს.