ისტორია

ისტორია

ისტორია

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” შეიქმნა 1885 წელს. ანსამბლმა მესამე საუკუნეში შეაბიჯა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა როგორც ჩვენში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას ანსამბლ- მუზეუმსაც კი უწოდებენ. შექმნის დღიდან ანსამბლი “ერისიონი”ერთადერთია ქვეყანაში, რომელსაც ეროვნული ფოლკლორის, საკუთარი ტრადიციების, პირველწყაროს ერდთგულებით და ფუნქციური დატვირთვით ძალუძს გააცოცხლოს, შეინარჩუნოს და მომავალს შემოუნახოს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებული და გამობრძმედილი ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრები: ორპირული გუნდები, საფერხულო, სარიტუალო, საზეიმო და სხვა ნიმუშები. ანსამბლმა თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი: პარიზი, ჟენევა, ბრიუსელი, ნიუ-იორკი, ლოს-აჟელესი, ჩიკაგო, მადრიდი, პეკინი, მოსკოვი, პეტერბურგი, სინგაპური, უკრაინა, ათენი, სტამბული, ინდოეთი, ვიეტნამი, პერუ, მექსიკა, კანადა, გერმანია, ნორვეგია, კანარიის და კარიბის კუნძულები, ბალტიის ქვეყნები და სხვა. თავისი შოუ პროგრამით”ერისიონი” ორი საათის განმავლობაში წარმოაჩენს პლანეტაძე უანალოგო ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი კოსტუმებით, ქართული ხასიათითა და ეთნოგრაფიული ბუნებით. 1999-2007 წლებში განხორციელდა საქვეყნოდ ცნობილი შოუ-პროგრამები:


ლეგენდა თამარზე”, “ქართული ლეგენდა” და “ქართული ქარიშხალი”, რომლებიც ამერიკელი პროდიუსერის, ჯიმ ლოოს სახელთანაა დაკავშირებული. რამდენიმე ანსამბლის ნახვის შემდეგ ჯიმ ლოომ სწორედ “ერისიონ”-ზე შეაჩერა არჩევანი. მისი სიტყვებია: “ერისიონი” ქართული ფოლკლორის მუზეუმია, ეს ის ანსამბლია, რომელიც ფრთებს შეასხამს ჩემს პროექტს”. ამ პროექტით “ერისიონმა” მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია. 2002 წელს პარიზში “ერისიონს” გადაეცა ოქროს დისკი.

საინფორმაციო და სარეკლამო საშუალებები იუწყებოდნენ ანსამბლის ტრიუმფალურ დაბრუნებას პარიზში. კომპანია “უნივერსალმა” შეარჩია და გამოსცა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლების და ანსამბლების ჩანაწერები: მონსერატ კაბალიე, ფრედი მერკური, ანდრეა ბოჩელი, ლუჩიანო პავაროტი, სარა ბრიტმანი, ხოსე კარერასი, პლაჩიდო დომინგო, მარია კალასი და სხვები. მათ შორისაა ჩანაწერი “სამაია” შოუ-პროგრამიდან “ქართული ლეგენდა”.

ეს ყველაფერი უპრეცედენტო მოვლენაა ქართული კულტურის ისტორიაში. მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA -ს მიერ 1977 წელს გალაქტიკაში გაგზავნილი “ჩაკრულო” ანსამბლის შთაგონების შედეგია. ის ჩაწერილია “ერისიონის” სოლისტების როსტომ საგინაშვილის და ილია ზაქაიძის მიერ.





მაყურებელთა შფასებით, ახალი პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა.  საყოველთაო აზრით, ის საუკეთესოა  „ერისიონის“ შოუ-პროგრამებს შორის და წარმაოდგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს, როგორც უფრო დინამიური და მრავალფეროვანი სპექტაკლი, რომელიც ხატოვნად და საოცარი ეთნოგრაფიული სიზუსტით წარმოადგენს საქართველოს უძველეს ისტორიას.
135  წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს  ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის  2010 წელს   საქართველოში  ვარსკვლავი გაუხსნა.          
2015 წლიდან ანსამბლს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ჰყავს.  „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი შერმანდი ჭკუასელი წლების განმავლობაში  ანსამბლის ლოტბარი გახლდათ. ქალბატონი ეკა ჭკუასელი კი „ერისიონის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი.