ლევან  კუბლაშვილი

ლევან კუბლაშვილი

ქორეოგრაფ - რეპეტიტორი

ლევან კუბლაშვილი ქართულ ცეკვას ბავშვობიდან ეზიარა. ლევანმა 1989 წელს ქუთაისის ხელოვნების სახელმწიფო სკოლა დაამთავრა და ცეკვა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში დაიწყო.

როგორც წარმატებული მოცეკვავე, 1997 წლიდან ლევანი მოღვაწეობას საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონში“ აგრძელებს. მისთვის უდიდესი პატივი და ბედნიერებაა იმგვარი ქორეოგრაფის ხელმძღვანელობით ცეკვა, როგორიც იყო რევაზ ჭოხონელიძე. რევაზის დახმარებით ლევანისთვის სისხლხორცეული გახდა ქორეოგრაფიის სიღრმე და მისი მრავალი საიდუმლო. იგი წლების განმავლობაში იყო „ერისიონის“ წამყვანი სოლისტ-მოცეკვავე. ლევან კუბლაშვილს, როგორც შესანიშნავ მოცეკვავესა და ალღოიან ქორეოგრაფ-რეპეტიტორს, „ერისიონმა“ ანდო სტაჟიორთა ჯგუფის მომზადება, რის შედეგადაც მან მრავალი მოცეკვავე აღუზარდა ანსამბლს.

2000 წლიდან დღემდე ლევან კუბლაშვილი ხელმძღვანელობს ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ელეონს“.

2015 წლიდან ლევან კუბლაშვილი „ერისიონის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორია .