ეკა ჭკუასელი 10 წლის ასაკიდან ეზიარა ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას, რაშიც უდიდესი წვლილი სახელოვან ქორეოგრაფს, რევაზ ჭოხონელიძეს მიუძღვის.
1982-1983 წლებში ეკა თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გორდაში“ ცეკვავდა, ბესიკ სვანიძის ხელმძღვანელობით.
1984-1986 წლებში ქ. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა. (სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი - ენვერ გუჯაბიძე).
1987-2008 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ მსახიობი, მოცეკვავე და სოლისტი გახლდათ.
1999 წლიდან არის ანსამბლ „ერისიონის“ რეპეტიტორ - ქორეოგრაფი. ეკა ჭკუასელი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ „ერისიონში“ ატარებს და თავდაუზოგავად შრომობს ანსამბლის პირველობისა და აღიარებისთვის.
1996 წლიდან არის ანსამბლ „ერისიონთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა - „ლაპრების“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
2002 წელს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2016 წლიდან ეკა ჭკუასელი „ერისიონის" მთავარი ქორეოგრაფია.