ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა

ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა

ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა

28 სექტემბერს ხელოვნების სასახლეში ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა და  სასახლის უკვდავთა თაღში დიდი მაესტროს ხელის ანაბეჭდები გაიხსნა. ამ ტრადიციას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი მომავალი თაობებისთვის ქართული კულტურის კორიფეების სახელებისა და განსაკუთრებული წვლილის უკვდავყოფაა. საღამოზე მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში  ჯემალ ჭკუასელის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნა. კულტურის სამინისტროს დახმარებითა და ხელშეწყობით ჯემალ ჭკუასელზე გამოიცა წიგნი, რომელშც აღწერულია მისი შემოქმედებითი  ბიოგრაფია. წიგნში, ასევე ბევრი ცნობილი ადამიანის რეცენზიებსა და შეფასებებს  გაეცნობით ბატონი ჯემალის ნაღვაწზე და მის დიდ წვლილზე ქართული კულტურის წინაშე.  მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ჯემალის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოლკლორის ცენტრის მიერ მოხდა აუდიო და ვიდეო   მასალების მოძიება და დამუშავება, სადაც ბატონი ჯემალის მიერ სხვადასხვა წლებში სცენაზე და  ოჯახურ გარემოში  ძალიან ცნობილ მომღერლებითან ერთად მათ მიერ შესრულებული  ქართული სიმღერების შდევრებია აღბეჭდილი.

საიბილეო საღამოზე მობრძანებულ სტუმრებს წიგნთან ერთად გადაეცათ მეხსიერების ბარათი, რითაც შესაძლებლობა ექნებათ სწორედ აღნიშნული ვიდეო და აუდიო მასალა იხილონ.

მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ანსამბლს, „ერისიონს“ რომელსაც „მუზეუმსაც“ კი უწოდებენ წელს 135 წელი შეურსულდა. სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში გამოფენილია  ანსამბლის სასცენო კოსტუმები, რომლებიც ბატონი მერაბ ბერძენიშილის მიერაა შექმნილი. ასევე საღამოზე წარმოდგენილი იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ანსამბლის გასტროლების ამსახველი აფიშები. ასევე „ოქროს დისკი“, რომელიც ანსამბლს 2002 წელს პარიზში გადაეცა. ამ ყველაფრის ნახვა მისულ დამთვალიერებელს კი ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.

საიუბილეო საღამოზე  „ერისიონმა“,  რამოდენიმე სიმღერა და ცეკვა შეასრულა.

საიუბილეო საღამოზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, კულტურის სფეროს წარმოამდგენლები და ბატონი ჯემალის მეგობრები იმყოფებოდნენ. ისინი სიტყვით გამოვიდნენ და ქართული კულტურის ერთ-ერთ საუკეთესო ელჩს მთელ მსოფილიოში 85 წლის იუბილ მიულოცეს.