„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, ამ სახელწოდებით „სისხლის ბანკმა“ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონში“ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია გამართა.
აქცია-ღონისძიებაში ანსამბლის მოცეკვავეებმა და მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული საქველმოქმედო აქციის მიზანია, აღებული სისიხლით იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.
აქციის ფარგლებში ანსამბლის მსახიობებს სხვადასხვა სახის კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.