1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონსა” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ანსამბლმა 2008 წლის აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლა. ანსამბლის წევრებმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და მათთვის კონცერტი გამართეს. მემორანდუმი “ერისიონის” მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერას. ღონისძიებას ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად, უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ.