%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 19 %E1%83%98%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1 %E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%A8%E1%83%98%2C 21 %E1%83%98%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1 %E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98 %E1%83%93%E1%83%90 23 %E1%83%98%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1 %E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98 %E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90

 კონცერტები 19 ივლისს ლენტეხში, 21 ივლისს ამბროლაურში და 23 ივლისს ონში გაიმართა

კონცერტები 19 ივლისს ლენტეხში, 21 ივლისს ამბროლაურში და 23 ივლისს ონში გაიმართა

კონცერტები 19 ივლისს ლენტეხში, 21 ივლისს ამბროლაურში და 23 ივლისს ონში გაიმართა.
 
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ახალი პროექტი „ქართული საგანძური“ საქართველოს რეგიონებში!
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის  „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარდა.
 ანსამბლი ქართველი და არამარტო ქართველი მაყურებლის წინაშე, 19 ივლისს ლენტეხში და 21 ივლისს ამბროლაურში ახალი შოუ -პროგრამით წარსდგა. მაყურებელთა თხოვნით და ბატონი დავით საგანელიძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით  23 ივლისს ქალაქ ონში ანსამბლმა კიდევ ერთ კონცერტი გამართა.
 
მაყურებელმა „ერისიონის“ სრულიად ახალ შოუ-პროგრამა იხილა, რომლის პრემიერაც 4 და 5 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. „ერისიონის“ შოუ-პროგრამებმა („ლეგენდა თამარზე“, „ქართული ლეგენდა“, „ქართული ქარიშხალი“ და „ქართული საგანძური“) ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო განაცვიფრა და აალაპარაკა.  ამ შოუ-პროგრამების შექმნაში და მათ მსოფლიოში პოპულარიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბატონებმა, ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ. სწორედ ბატონი ჯემალის ხსოვნას მიეძღვნა „ერისიონის“  ახალი პროგრამა, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა  ბატონმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ქალბატონმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.
 
აუცილებელია, აღინიშნოს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის გვერდში დგომა. რომ არა სამინისტროს დაფინანსება და მხარდაჭერა „ერისიონი“ კონცერტებს სრულყოფილად ვერ ჩაატარებდა.