ერისიონის 140 წლიანი შემოქმედებითი მოგზაურობის კიდევ ერთი გაჩერება Black Sea Arena იყო.
ჩვენს ძვირფას მაყურებელს უკვე მესამედ შევხვდით ბლექ სი არენას დიდ სცენაზე!
„ერისიონი“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპის დიდი საგტროლო ტურნედან, სადაც 4 ქვეყნის, 12 ქალაქში გამართა კონცერტები და ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება გააცნო უცხოელ მაყურებელს.
ევროპის ტურნედან დაბრუნებული ანსამბლი კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ორი კონცერტით და სრული ანშლაგით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული დარბაზების სცენებზე აიტანა, გააცოცხლა, გააცნო და დღემდე აცნობს მაყურებელს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას რომელიც „ერისიონის“ ორსაათიან შოუ-პროგრამაში ზუსტად ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს.
უცხოეთში სავსე დარბაზებზე და ჩვენს წარმატებულ კონცერტებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ "ერისიონმა" ბოლო ხუთი წლის მანძილზე „ბლექ სი არენაზე“ სრული ანშლაგით სამჯერ გამართა კონცერტი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ბოლო წლების ისტორიაში.