ივანე ჩხაიძე დაიბადა ქ.ქუთაისში 1965 წლის 24 ივლისს. მან 1982 წელს წარმატებით დააამთავრა ქ. ქუთაისის 19-ე საშუალო სკოლა.
1977 წელს ქ. ქუთაისში , მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერის ანსამბლი „საუნჯე“, შესანიშნავი და ძალიან ნიჭიერი ქალბატონის, ეთერ ფილიპაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც დაარსებიდან ბატონი ივანე ამ ანსამბლის სოლისტი გახლდათ.
1982 – 1986 წლებში იგი მღეროდა ქ. ქუთაისის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლდათ ბატონი ჯემალ ჭკუასელი.
1986 წლიდან 2021 წლამდე იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტი.
გარდა სცენისა, ბატონ ივანეს საზოგადოება ტელე-ეკრანებიდანაც იცნობს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში, სატელევიზიო სერიალებში, ასევე სარეკლამო რგოლებსა და კლიპებში.
ამასთან, CD-ის სახით გამოშვებული აქვს მის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერების ჩანაწერები.
2000 წელს ბატონმა ივანე ჩახიძემ მეუღლესთან, ეკა ჭკუასელთან ერთად ჩამოაყალიბა ანსამბლ „ერისიონთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა- სტუდია „ლაპრები“, რომლის დირექტორიც გახლავთ დღემდე.
2002 წელს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ანსამბლ „ერისიონში“ შექმნილი და განხორციელებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება სწორედ ბატონი ივანეს სახელს.
2022 წლიდან დღემდე არის ანსამბლ „ერისიონის“ პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი.