თორნიკე  კანდელაკი

თორნიკე კანდელაკი

ლოტბარი

თორნიკე ანდელაკი 1991 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში დაიბადა.  ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც სიმღერა  ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „მძლევარში“ დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში დაისახა მიზნად, რომ ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლა საკუთარ პროფესიად ექცია. ამ მიზნისკენ სწრაფვაში კი ხალხური სიმღერისა და გალობის ძველი და თანამედროვე ჩანაწერები ეხმარებოდა. 

2009 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში  ჩააბარა, სადაც ლოტბარი/რეგენტის სპეციალობას დაეუფლა.

2015 წელს კი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. მას დღემდე ჰყავს დიდებისა და პატარების გუნდები, რომელთაც სიმღერასა და გალობას ასწავლის.

2000-2007 წლებში მღეროდა ვაჟთა ფოლკოლრულ ანსამბლ „მძლევარი“-ში

2013 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ფოლკლორულ ანსამბლ „ ერთობა -ს“

2014-2017 წლებში მუშობდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

2019 წლიდან ხელმძღვანელობს  ქ. ბოლნისის მუნიციპალიტეტთან არესბული ანსამბლ „ორბელ“ და ბავშვთა ანსამბლ „ალილოს“

2019 წლიდან დღემდე არის კვარტეტი რანინას წევრი

2014 წლიდან დღემდე არის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალი. ხოლო 2023 წლიდან გახლავთ ანსმაბლის ლოტბარი.