ეკა ჭკუასელი

ეკა ჭკუასელი

მთავარი ქორეოგრაფი
ღირსების ორდენის კავალერი

ეკა ჭკუასელი 10 წლის ასაკიდან ეზიარა ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას, რაშიც უდიდესი წვლილი სახელოვან ქორეოგრაფს, რევაზ ჭოხონელიძეს მიუძღვის.


1982-1983 წლებში ეკა ჭკუასელი თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გორდაში“ ცეკვავდა, ბესიკ სვანიძის ხელმძღვანელობით.


1984-1986 წლებში კი ქ. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში განაგრძო ცეკვა. (სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი - ენვერ გუჯაბიძე).


1987-2009 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლ "ერისიონი"-ს მსახიობ-მოცეკვავე და სოლისტი გახლდათ.


1999 წლიდან 2016 წლამდე გახლდათ ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორი. ეკა ჭკუასელი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ „ერისიონში“ ატარებს და თავდაუზოგავად შრომობს ანსამბლის პირველობისა და წარმატებისთვის.


1996 წლიდან არის ანსამბლ „ერისიონთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია „ლაპრების“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

2002 წელს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


2016 წლიდან  კი ეკა ჭკუასელი „ერისიონის"  მთავარი ქორეოგრაფია.