„ერისიონის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი 30.05.2025

„ერისიონის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი 30.05.2025

„ერისიონის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი 30.05.2025

 გამოჩენილი ლოტბარის, საქართველოს სახალხო არტისტისა და საზოგადო მოღვაწის ბატონ ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 30 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის  მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში „ერისიონის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება. 
ასევე  ფონდ „ქართული გალობის“ და მისი პრეზიდენტის ქალბატონ ნანა გოთუას  მხარდაჭერით  გამოიცა ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხალხური  სიმღერების აუდიო ჩანაწერები, რომლის პრეზენტაციაც  აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიმართება. დისკში შეტანილია 80-იანი წლებიდან დღემდე, 100-მდე ქართული  სასიმღერო შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები.