6-7 აპრილის კონცერტი
6-7 აპრილი!!! Tbilisi State Concert Hall
Erisioni ჩვენს ძვირფას მაყურებელთან, თქვენთან შესახვედრად ყოველთვის განსაკუთრებით ემზადება. ევრო ტურიდან დაბრუნებული ანსმაბლი, 6 და 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში მაყურებელის წინაშე წარსდგება.
თქვენთვის, ამაღლებული განწყობის შესაქმნელად ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებულ და გამობრძმედილ ხალხურ პროფესიულ შემოქმედების შედევრებს იხილავთ, შოუ-პროგრამით „ქართული საგანძური“. შოუ, რომელმაც განაცვიფრა და დღემდე აღაფრთოვანებს მსოფლიო მაყურებელს.
ანსამბლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს და პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს,რომელიც ყოველთვის დგას ანსამბლის გვერდით, იგი დამცველია ქართული ტრადიციებისა და კულტურის, რაც კარგად აისახება ბოლო წლებში სამინისტროს მიერ განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებში.
„ერისიონის“ თითოეული წევრი დიდ მადლობას უხდის თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს, ქალაქის მერს ბატონ კახა კალაძეს და მის გუნდს დღევანდელი კონცერტის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით, ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation-ს და მის დამფუძნებელს ბატონ ვანო ჩხარტიშვილის, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას და ემსახურება იმ დიდებულ საქმეს, რომელსაც ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ტრადიციების შენახვა-განვითარება ჰქვია. დიდია მისი წვლილი ანსამბლის მიერ განხორციელებულ პროექტებში.
მადლობას ვუხდით საინფორმაციო მხარდაჭერისთვის: ტელეკომპანია TV Imedi-ს, სარეკლამო კომპანია ALMA • ალმა-ს და კომპანია Ad Geeks - ედ გიქსი -ს.
მაშ ასე, #ესერისიონია #ესუნდანახო