8 თებერვალი 2025 წ., კონცერტი ბილბაოში
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსმაბლ „ერისიონის“ კონცერტი, რომელიც 8 თებერვალს ბილბაოს სახალხო ფილარმონიის ულამაზეს თეატრშია დაგეგმილი ეძღვნება ესპანეთში, კერძოდ ბასკეთში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიის „ბიბლოტურის“ 50 წლის იუბილეს.
ტურისტული კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს ყოველთვის ექსკლუზიურ ტურისტულ მარშრუტებს და პროგრამებს დედამიწის ხუთივე კონტინენტზე. უკვე წლებია მათ საქართველოშიც ჩამოჰყავთ ჯგუფები. არსებულ ღონისძიებას დაესწრება საგანგებოდ მოწვეული 700 სტუმარი, მათ შორის საქართველოს ელჩი ესპანეთში, ქალაქ ბილბაოს მერი, ბასკეთის მმართველი პარტიის ლიდერი, პოლიტიკოსები და ა.შ... ბასკეთის და ქალაქ ბილბაოს მაღალი საზოგადოება.
ცნობილია, რომ საქართველოსა და ბასკეთს ბევრი რამ აქვთ საერთო და ეს საკითხი არახალია, ამაზე არაერთი ენათმეცნიერის და ეთნოგრაფის ნაშრომები არსებობს. ვინაიდან ორგანიზატორებს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ ქართული კულტურის, ტრადიციების, ფოლკლორის და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ, ასევე დიდი სურვილი აქვთ რომ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად იცნობდნენ ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, მათ ეს მისია ანდეს ანსამბლ „ერისიონის“ პროფესიონალთა გუნდს. აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ქართული ფოლკლორისა და კულტურის პოპულარიზციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რასაც ანსამბლი „ერისიონი“ ბოლო ათეული წლებია წარმატებით ახორციელებს.
კონცერტის აფიშა განათავსებულია ტურისტული კომპანის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
ასევე გთავაზობთ ბილბაოს თეატრის ლინკს, სადაც ერისიონის მომღერალთა გუნდი კონცერტს გამარტავს.
იხილეთ თანდართული ლინკები: