შოუ-პროგრამა

სადაც მუსიკა, წარმოდგენა და კულტურა სიცოცხლეს ჰპოვებს!

DAVLURI-KARTULI

დავლური-ქართული

ჩვენს დრომდე მოღწეული, სადარბაზო, სატრფიალო, რომანტიკული შინაარსის ცეკვაა, რომელიც სრულდებოდა სამეფო კარზე. ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს.

Kintouri

კინტოური

ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება.

Imeruli Kanuri

იმერული ყანური

იმერული შრომის სიმღერა.

Guruli Perkhuli

გურული ფერხული

ძველი საზეიმო ხალხურო ცეკვა, სამსართულიანი ფერხული, რომელიც სრულდება გურიაში ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით.

Khasanbegura

ხასანბეგურა

ისტორიულ - საგმირო ხასიათის გურული სიმღერა.

Khorumi

ხორუმი

ცეკვა ხორუმი საბრძოლო ხასათის ცეკვაა, ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.

Nana

ნანა

ქართველი ქალის კდემამოსილების ამსახველი ცეკვაა, რომელიც გვიჩვენებს ქართველი ქალების ემოციებსა და გრძნობებს.

Kazbeguri

ყაზბეგური

საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი მკაცრი საცეკვაო მოძრაობებით. ცეკვას, რომელსაც მხოლოდ ვაჟები ასრულებდნენ მთაში.

Kalai

ქალაი

ერისიონის ცეკვა "ქალაი", რომელიც დაფუძნებულია მოცეკვავე წყვილის სიყვარულის ამბავზე

Svanuri Perkhuli

სვანური ფერხული

ეს არის საზეიმო სარიტუალო ხასიათის საფერხულო ცეკვა, რომელიც სრულდება სიმღერის თანხლებით და აჩვენებს სვანეთის რეგიონში მცხოვრები ხალხის ძლიერ ხასიათს.

VOISA KHARIRA

ვოისა-ჰარირა

მეგრული საფერხულო, სატრფიალო, საზეიმო სიმღერა, რომელიც სრულდება ცეკვის თანხლებით.

Kartl-Kakhuri

ქართლ-კახური

სიმღერის თანხლებით საზეიმო ცეკვაა, რომელიც სრულდებოდა ქართლსა და კახეთში.

Abkhazuri

აფხაზური

სახუმარო სიმღერა მოცეკვავეთა თანხლებით, რომელიც ასახავს საზეიმო განწყობას და სახალხო დღესასწაულს.

Tesh Ihbali

თეშ იღბალი

სატრფიალო მეგრული სასიყვარულო სიმღერა.

Acharuli

აჭარული

ეს არის შავი ზღვის პირას მცხოვრები ხალხის სატრფიალო ხასიათის ცეკვა, რომელშიც ქალ-ვაჟის სიყვარული გადმოცემულია ლირიული სიმღერითა და ცეკვით.

ODOIYA

ოდოია

მეგრული პოლიფონიური, შრომის სიმღერაა. სრულდებოდა ყანის მარგვლისა და თოხნის დროს.

MTIEBI

მთიები

„მთიებში“ წარმოდგენილია ზეიმი მთაში. ახალგაზრდა ვაჟები თავბრუდამხვევი ცეცხლოვანი ილეთებით და გოგონები სინარნარით აწონებენ ერთმანეთს თავს. პაექრობაში ჩართულია მომღერალთა გუნდი, რითაც ერთიანობაში დაუვიწყარ სანახაობას ქმნიან.

KUMURIS NADURI

ყუმურის ნადური

იმერული პოლიფონიური, შრომის სიმღერაა. სრულდებოდა ყანის მარგვლისა და თოხნის დროს.

SIMDI

სიმდი

ეს ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს, რომელიც წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცველობა- კონტრასტს ეფუძნება. შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესია, სოლისტი მამაკაცის პარტია.

CHAKRULO

ჩაკრულო

ქართლ-კახური კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, საგმირო ჰეროიკული ხასიათის სუფრული სიმღერა.

KHEVSURIAN FARIKAOBA

ხევსურული - ფარიკაობა

ლამაზი ქალის სიყვარულს ერთმანეთს ეცილება ორი ვაჟკაცი. მათი პაექრობა თავიანთ მეგობრებთან ერთად გადაიზრდება ხმლის კვეთებით ორთაბრძოლაში, რომელიც ღებულობს ომის ხასიათს. ბრძოლის შეჩერება შეუძლია მხოლოდ ქალის მანდილს, აქ ხაზგასმულია ქალის მანდილის პატივისცემა და ზოგადად ქალის მიმართ კდემამოსილება.

FINAL

ფინალი

ფინალში წარმოდგენილია პატარა ამონარიდები საკონცერტო პროგრამის ყველა ნომრიდან.

×
×