ეკა ჭკუასელი

მთავარი ქორეოგრაფი

ღირსების ორდენის კავალერი

ეკა ჭკუასელის ბიოგრაფია

ეკა ჭკუასელი 10 წლის ასაკიდან ეზიარა ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას, რაშიც უდიდესი წვლილი სახელოვან ქორეოგრაფს, რევაზ ჭოხონელიძეს მიუძღვის. 1982-1983 წლებში ეკა ჭკუასელი თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გორდაში“ ცეკვავდა, ბესიკ სვანიძის ხელმძღვანელობით. 1984-1986 წლებში კი ქ. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში განაგრძო ცეკვა. (სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი - ენვერ გუჯაბიძე). 1987-2009 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლ "ერისიონი"-ს მსახიობ-მოცეკვავე და სოლისტი გახლდათ. 1999 წლიდან 2016 წლამდე გახლდათ ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორი. ეკა ჭკუასელი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ „ერისიონში“ ატარებს და თავდაუზოგავად შრომობს ანსამბლის პირველობისა და წარმატებისთვის. 1996 წლიდან არის ანსამბლ „ერისიონთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია „ლაპრების“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 2002 წელს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2016 წლიდან კი ეკა ჭკუასელი „ერისიონის" მთავარი ქორეოგრაფია.

eka chkuaseli





ვიდეო