ერისიონი - „ქართული საგანძური“ თბილისის სპორტის სასახლეში.
2026 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებელს წარუდგენს გრანდიოზულ შოუ-პროგრამას: „ქართული საგანძური“.
შოუ-პროგრამა აერთიანებს ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს, ახალ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს — მაყურებელი პირველად მოისმენს რამდენიმე სასიმღერო ნიმუშს, რომლებიც აქამდე ანსამბლის რეპერტუარში არ ყოფილა, ასევე იხილავს ახალ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს.
„ქართული საგანძური“ ერისიონისთვის დამახასიათებელ მასშტაბურ, შთამბეჭდავ და სრულყოფილ სანახაობას წარმოადგენს. სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა კიდევ უფრო გაძლიერდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რაც წარმოდგენას განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტსა და თანამედროვე სცენურ ჟღერადობას შესძენს.
ანსამბლი „ერისიონი“ კვლავაც აგრძელებს ქართული ფოლკლორისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე ფორმებთან სინთეზით.
“ბეჭდების მბრძანებლის” გმირების ქართული ცეკვა
“ბეჭდების მბრძანებლის” გმირების ქართული ცეკვა





საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. კულტურის დღეები ანსამბლ “ერისიონის“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი სიმღერისა და ცეკვის პროგრამით - “ქართული საგანძური“ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კომპლექსში, ბეშთეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში წარდგა. ამავე სივრცეში გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაულები.
გამოფენა ზუგდიდში.
დღეს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
© ERISIONI - 2025 - Design by RICK MKHITARIAN