

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ერისიონის მომღერალთა გუნდი ბუდაპეშტის International Choral Celebrations პრესტიჟული საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე 1-6 ივლისს მიემგზავრება. ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი სოლო კონცერტს გამართავს, რითაც კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინოს საქართველოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციები, უნიკალური მრავალხმიანობა და კულტურული მემკვიდრეობა.ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული გუნდები, დირიჟორები და საგუნდო ხელოვნების ექსპერტები მონაწილეობენ, მათ შორისაა ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი მაესტრო ვახტანგ კახიძე.