ანსამბლი “ერისიონი” თებერვალში ესპანეთში გაემგზავრა.

ერისიონი გასტროლებით ესპანეთში გაემგზავრა.
19-22 თებერვალი, 2026.

ერისიონის გასტროლები ესპანეთში, გერნიკაში - ბასკეთის საპარლამენტო ანსამბლეაში სტუმრობით დაიწყო, სადაც ბასკეთის გენერალური ანსამბლეის პრეზიდენტმა ანა ოთადუი ბიტერმა გვიმასპინძლა. ერისიონის მომღერალთა გუნდი წარსდგა მცირე პროგრამით და შეასრულა ქართული ხალხური სასიმღერო ნიმუშები. გერნიკის საპარლამენტო სახლი არის თავისუფლების, დემოკრატიისა და ხალხის ნებისა და ღირსების სიმბოლო. სწორედ გერნიკის მუხის ქვეშ, საუკუნეების განმავლობაში იკრიბებოდნენ ბასკი ლიდერები და ფიცს დებდნენ საკუთარი ხალხის უფლებებისა და ფუეროების დასაცავად. ეს ადგილი აერთიანებს ისტორიას, იდენტობასა და პატივისცემას ტრადიციების მიმართ. მასპინძელმა, ქ-ნმა ანა ოთადუი ბიტერმა, “ერისიონს” სიმბოლური საჩუქარიც გადასცა. კონცერტები ბასკეთის 4 ქალაქში, პრესტიჟულ თეატრებში ანშლაგით ჩატარდა, ღონისძიებებს 5 000-მდე მაყურებელი დაესწრო. მათ შორის ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი და ბასკეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. კონცერტები გაიმართა:

ბილბაო, Arriaga Theater
ბასკეთის რეგიონი, Palacio de Europa Vitoria Theatre
სან სებასტიანი, San Sebastian Victoria Eugenia
პამპლონა, Teatro Baluarte.
ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და Cambay Media-ს მიწვევით ჩატარდა. განსაკუთრებული მადლობა - ვერიკო გერგედავას