




საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. კულტურის დღეები ანსამბლ “ერისიონის“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი სიმღერისა და ცეკვის პროგრამით - “ქართული საგანძური“ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კომპლექსში, ბეშთეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში წარდგა. ამავე სივრცეში გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაულები. დიქმენ ვადისის პარკის ამფითეატრში მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ ანსამბლები: “რირაში", “კაფდაღი", "ალილო" და ეთნო ჯაზ-ბენდი "ირიაო". ქართული კულტურის დღეებმა თურქეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და წარმატებით ჩაიარა. კულტურის დღეებს ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე.
© ERISIONI - 2025 - Design by RICK MKHITARIAN