30 ოქტომბერი 2026 — თბილისი, საქართველო

ერისიონი — „ქართული საგანძური“
თბილისის სპორტის სასახლე, თბილისი, საქართველო
ერისიონი - ქართული საგანძური
30 ოქტომბერი, 2026 · 20:00

2026 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებელს წარუდგენს გრანდიოზულ შოუ-პროგრამას: „ქართული საგანძური“.

შოუ-პროგრამა აერთიანებს ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს, ახალ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს — მაყურებელი პირველად მოისმენს რამდენიმე სასიმღერო ნიმუშს, რომლებიც აქამდე ანსამბლის რეპერტუარში არ ყოფილა, ასევე იხილავს ახალ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს.

„ქართული საგანძური“ ერისიონისთვის დამახასიათებელ მასშტაბურ, შთამბეჭდავ და სრულყოფილ სანახაობას წარმოადგენს. სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა კიდევ უფრო გაძლიერდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რაც წარმოდგენას განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტსა და თანამედროვე სცენურ ჟღერადობას შესძენს.

ანსამბლი „ერისიონი“ კვლავაც აგრძელებს ქართული ფოლკლორისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე ფორმებთან სინთეზით.